ფსიქოლოგები

ზიგმუნდ ფროიდი
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზისდამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარაფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive-ი(ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ეს პიროვნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე. 18 წლისამ, ვენის უნივერსიტეტში ნაშრომები წარადგინა, თუმცა დაიწუნეს და აუკრძალეს ამ სფეროსი მუშაობა. გავიდა ხანი და მან საკუტარი სახსრებით წიგნიც კი გამოსცა - პარაფსიქოლოგია და სიზმრები. რის შედეგადაც ხალხში დიდი პოპულარობა მოიპივა და მალე პაციენტების მიღებაზეც დასთანხმდა. სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს იმ სფეროში, რაშიც თავად მოღვაწეობდა.სალვადორ დალი მასზე ამბობდა- ის ჩემი მეორე მამა არისო. სიურრეალიზმი სწორედ მის ნაშრომებით იკვებებოდა. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს სახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში 
წყარო


***
კარლ გუსტავ იუნგი 

(1875-1961)

იყო შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.
დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში, შვეიცარიაში. მაგრამ ნათესავების დახმარებით მან შეძლო ესწავლა ბაზელის საუკეთესო გიმნაზიაში. ბავშვობიდანვე გულ ჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა.იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით `ინტროვერტი` უწოდა.
მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდაოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. 
~

ჰანს იურგენ აიზენკი




4 მარტი, 1916 — გ. 4 სექტემბერი, 1997


ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საპატიო პროფესორი, ფსიქოლოგიაში ბიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ლიდერი, პიროვნების ფაქტორული თეორიის შემქმნელი.
ახალგაზრდობაში აიზენკი გატაცებული იყო ასტროლოგიით. გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადასახლდა ინგლისში. განათლების მიღებას აპირებდა ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ იმის გამო, რომ ინგლისში გერმანიისგან განსხვავებით აბიტურიენტებისადმი იყო სხვა მოთხოვნები, მან აირჩია და დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (მიიღო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი).
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორად. შემდგომში მოღვაწეობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტთან არსებული მაუდსლისა და ბითლების ჰოსპიტლების პსიქოლოგიის განყოფილებაში (რომელიც თავად დააფუძნა), მერე ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორად. ჰ.ი. აიზენკი ”ნევროზის წარმოქმნის სამფაზიანი თეორიის”- კონცეპტუალური მოდელის, რომელიც აღწერს ნევროზის განვითარებას, როგორც დასწავლილი ქცევითი რეაქციების სისტემას, ერთ-ერთი ავტორია. ამ ქცევითი მოდელის საფუძველზე შემდგომში შემუშავდა პიროვნების ფსიქოთერაპევტიული კორექციის მეთოდები, კერძოდ, ავერსიული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ვარიაცია. აიზენკი ჟურნალების «Personality and Individual Differences» და «Behaviour Research and Therapy» დამფუძნებელი და რედაქტორია.


მოცემული ტესტი შექმნილია ცნობილი ინგლისელი ფსიქოლოგის ჰ.აიზენკის მიერ, წარმოადგენს ფსიქოლოგიური ტესტის ერთ-ერთ წარმატებულ ნიმუშს და დღესაც არის პიროვნების ძირითადი თვისებების შეფასების ყველაზე გავრცელებული ტესტი.
ტესტის პირველი ნაწილი ემსახურება ადამიანის ინტრავერტულობის და ექსტრავერტულობის ხარისხის გამოვლენას. ეს ცნება შემოღებულია შვეიცარიული ფსიქოლოგის კ.იუნგის მიერ და წარმოიქმნა ლათინური სიტყვებიდან ”ექსტრა” – ”გარე”, ”ინტრა” – ” შიდა” და ”ვერტო” – ” მოპყრობა”. ჰ.აიზენკმა გამოიყენა კ.იუნგის მიდგომები და შეავსო საკუთარი განსხვავებული ხედვით. ტიპიური ექსტრავერტის დახასიათებაში ის აღნიშნავს მის გულღიაობას, ნაცნობობის ფართო წრეს, იმპულსურობას, ოპტიმისტურობას, ემოციებსა და გრძნობებზე სუსტ კონტროლს, ხოლო ინტრავერტი - მშვიდი, მორიდებული ადამიანია, რომელიც გარდა ახლობლებისა დისტანცირებულია ყველასგან. ის წინასწარ გეგმავს საკუთარ ქმედებებს, ყველაფერში უყვარს წესრიგი, მკაცრად აკონტროლებს პირად გრძნობებს.
ტესტის მეორე ნაწილის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი ემოციური მერყეობის ან პირიქით სტაბილურობის, გაწონასწორებულობის გამოვლენა.
ცალსახა ექსტრავერტი და ინტრავერტი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ გარკვეული დიაპაზონის ფარგლებში ყოველი ჩვენთაგანი უფრო ახლოს არის ამა თუ იმ პოლუსთან.

ტესტი 1
ტესტი 2
ტესტი 3
წყარო


***

აბრაჰამ მასლოუ
(1908 - 1970)

    აბრაჰამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ე.წ. "ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდის” შექმნით, მასწავლებლებს ურჩევს: მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი; გულწრფელობა და ნამდვილობა ხელს უწყობს სწავლებას; დაფასება, კეთილგანწყობა, პატივისცემა და ნდობა ასევე უწყობს ხელს სწავლების პროცესს; მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე; ემპათია ხელს უწყობს სწავლებას. ჩამოთვლილი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას. თუ სწავლის სურვილი გაუღვივდა, მოსწავლე თავად წარმართავს სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანია და რომ შეცდომის შემთხვევაში მას არ დასცინებენ.

მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. ამის შედეგად შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა. სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, და მიუღებელი და საშიში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მის მეს (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსწავლის შიში და შფოთვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

სწავლაში მოსწავლის მიერ გამოჩენილ ინიციატივას ხანგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს. მასწავლებელს მოქნილი შეხედულებები და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. საგნის სწავლებასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებას, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობას; იყავით ღია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი უკუკავშირის მისაღებად, საკუთარი თავისა და ქცევის გასაანალიზებლად.
აბრაჰამ მასლოუმ "პირამიდაში” საფეხურებად დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. ქვედა საფეხურზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია მოთავსებული, რომელთა გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია. მათ მოსდევს სხვა მოთხოვნილებები, სოციალურიდან პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.

მასლოუს თანახმად, "პირამიდა” აჩვენებს, საშუალოდ როგორი თანამიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს. მას მიაჩნდა, რომ პირველი დონის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის. მათ რიცხვში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება). უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა დონის მოთხოვნილებათა განსაზღვრული ნაწილი. ანუ უსაფრთხოებისა და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც ადამიანი დაიკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა არანაკლებ 85 პროცენტს.

სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობისა, პატივისცემისა, აღიარებისა, სიყვარულისა) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70 პროცენტი.

იმისთვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც განსაზღვრულ სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებლობადე მიღწევას გულისხმობს, სოციალური მოთხოვნილებები 70 პროცენტამდე უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

თავმოყვარეობის 60 პროცენტის დაკმაყოფილებისას ადამიანს უჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება. ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40 პროცენტის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს. თუმცა ამ დონეს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1-4 პროცენტი თუ აღწევს.

წყარო
~
ჯან პიაჯე
(1896-1980)
 შვეიცარიელი ფსიქოლოგი. იყო ნევშატელის (1926-1929), ჟენევისა (1929-იდან) და ლოზანის (1937-1954) უნივერსიტეტების პროფესორი. ჟან ჟაკ რუსოს ინსტიტუტის დირექტორი ჟენევაში (192-დან). გენეტიკური ეპისტემოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი პარიზში (1955). შექმნა ინტელექტის ოპერაციონალისტური კონცეფცია და გენეტიკური ეპისტემოლოგია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. პიაჟეს კვლევის ძირითადი სფეროა გენეტიკური ბავშვის ფსიქოლოგია.
შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. ალფრედ ბინეს ლაბორატორიაში მუშაობისას შეამჩნია, რომ ერთი ასაკის ბავშვები ერთნაირ ან მსგავს შეცდომებს უშვებდნენ დავალების შესრულებისას და გადაწყვიტა ეკვლია ის ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესებზე. მისი კვლევა “კოგნიტური განვითარების თეორია” ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი მაშინდელი დროისათვის.
ძირითადი ადგილი მის კვლევაში უკავია “კოგნიტური სქემების” ცნებას. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაშI, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.
პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.



ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.
 ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია. აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტე;ექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

1 comment: