Thursday, January 24, 2013

ოჰ,ეს მავნე კომპლექსები...

ხშირად ჩვენ საკუთარ თავს მივაწერებთ უამრავ ნაკლს -რეალურს თუ მოჩვენებითს -და ამის გამო თავის თავს ყოველნაირად ვუსაყვედურებთ.
კომპლექსი ჩნდება მაშინ, როდესაც საკუთარ პერსონაზე გადამეტებულად ვაქცევთ ყურადღბას და დარწმუნებულები ვართ,რომ  გარშმომყოფნი აუცილებლად შემჩნევენ  ნებისმიერ ჩვენს დაუდევრობას და ნაკლს.
ფსიქოლოგებმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით უამრავი ეკსპერიმენტი ჩაატარეს.
გამოირკვიეს,რომ გარშემომყოფნი თითქმის ყოველთვის არ ამჩნევენ იმ  ნაკლს,რომელზეც ჩვენ ვწუხდებით და გვგონია რომ ის სხვებს  თვალებს სჭრის...
მაგალითად,ვიღაცას ყოველთვის ეგონა ,რომ დიდი ცხვირი აქვს.მაგრამ,სხვებს როდესაც ჰკითხეს,აღმოჩნდა რომ არც არავის ჰქონდა შემჩნეული ეს მისი "ნაკლი".
 
საინტერესოა,და მემგონი სასაცილოც ის ფაქტი,რომ ძალიან ხშირად ადამიანები ღელავენ ნაკლზე,რომელიც არ არსებობს,ხოლო რეალურს ვერ ამჩნევენ...მაგალითად,გოგო შეიძლება სწუხდეს იმაზე,რომ მას არ აქვს ლამაზი თვალები მაშინ როდესაც ზუსტად თვალებთან ყველაფერი კარგად აქვს და უკეთესი იქნებოდა, რომ გარეგნობაზე კი არ ეფიქრა ამდენი,არამედ  თავის ცოდნის გაღრმავებაზე...

კომპლექსებთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი  ხერხია - გაიგო ზუსტად რა გაწუხებს და ამაზე გარშემომყოფებს უთხრა.ეს რათქმაუნდა,დამოკიდებულია კიდევ იმაზე თუ როგორები არიან  გარშემომყოფნი.თუ მაგათ ენდობი,შეგიძლია თამამდ უთხრა რაც გაწუხებს,და თვითონვე დაინახავ რომ შიშიც  და  უსიამოვნო გრძნობაც გაქრება ,ადამიანებსაც შენს მიმართ სიმპატიის გრძნობა გაუჩნდებათ. :)


ტემპერამენტი-ეს არის თანდაყოლილი თვისება,რომელიც შეიძლება ცოტათი შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში."კარგი" ან "ცუდი" ტემპერამენტი არ არსებობს,რადგანაც ყოველივე მათგანს აქვს თავისი როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი თვისებები.თითქმის არ არსებობს ისეთი ადამიანი,რომელიც ილუსტრირებს რომელიმე ტემპერემენტს  მისი სრული სახით.ადამიანებში, უმეტეს შემთხვევებში, ჭარბობს ერთი გარკვეული ტემპერამენტი,თუმცა მათ ახასიათებთ სხვა ტემპერამენტის თვისებებიც.

ტემპერამენტის ტიპები:


სანგვინიკი

  
გამოირჩევა თავისი  გულმხიარულობით,მოუსვენრობით.არის  მოძრავი და გაწონასწორებული.ადვილად ეგუება ცვლილებებს,ახალ პირობებს.მას ახასიათებს სწრაფი მოძრაობები,სწრაფი და ცოცხალი ლაპარაკი,ყურადღება,დაინტერესებულობა.ის  ადვილად ეცნობა უცხო ადამიანებს,სიტუაციას ადვილად ეწყობა.მისი გრძნობები ცვალებადია-ხან მხიარულია,ხან სევდიანი,ხან იცინის,ხან ტირის.მის სახეზე ადვილად შეეტყობა თუ  რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება.მისი უარყოფითი მხარე ის არის,რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ იცის და უცებ სხვა რამეზე გადადის,ასევე თავის დაპირებებს უმეტეს შემთხვევებში,არ ასრულებს.




ფლეგმატიკი

ეს არის ზლაზნია ადამიანი,მაგრამ შრომისუნარიანიც არის.ის გამოირჩევა თავისი სიდინჯით,გაწონასწორებულობით,მოთმინებით.მათ აქვთ გულღია ,მშვიდი ხასიათი.ასეთი ადამიანის განრისხება, დაღონება ან გაცინება ძნელია.ყოველთვის მშვიდად არის, უსიამოვნებების დროსაც კი.მისი უარყოფით თვისება ის არის,რომ ადვილად იბნევა მოულოდნელ სიტუაციაში.ასეთ ადამიანს თუ ძალიან გააბრაზებ,შეიძლება მხეცად გადაიქცეს,ასე რომ ფრთხილად იყავით :))


ქოლერიკი
ეს არის ემოციური,საბრძოლო ,ფიცხი და მგზნებარე ადამიანი.მზადაა გადალახოს ყოველგვარი დაბრკოლება,ოღონდ მიაღწიოს თავის მიზანს...მაგრამ,თუ უცებ დაკარგა თავისი შესაძლებლობების რწმენა,ხდება ძალიან სევდიანი.ქოლერიკის ნებისყოფა ფიცხია.ის გამოირჩევა  გამაღიზიანებლობით,გაუწონასწორებულობით,უკმეხობით და პირდაპირობით. .მისი უარყოფით თვისებაა-გადამეტებული კონფლიკტურობა.


მელანქოლიკი

მელანქოლიკი გადამეტებულად ემოციური და მგრძნობიარეა.ის ასევე პასიური,ეჭვიანი და გულჩათხრობილია.ის ადვილად ემორჩილება შიშსა და სევდას.მას აშინებს ახალი  ვითარებები და ახალი ადამიანები,ის  ღელავს და იბნევა.ძალიან მოფრთხილებული ადამიანია,ყველაფერში ხედავს ცუდს და საშიშს.ასევე სუსტები არიან,მაგრამ რაც საინტერესოა ,ნიჭიერებიც. გადამეტებულიად მგრძნობიარე ადამიანები,ისინი პოეტები ან კომპოზიტორები ხდებიან...



Tuesday, January 22, 2013

რატომ ვიღაცას უმართლებს ცხოვრებაში,ვიღაცა კი თავის ბედზე ნაწყენია?რატომ ხდება ,რომ ვიღაცა ბედნიერეა,სხვა კი მარცხს განიცდის?რა განსაზღვრავს წარმატების კრიტერიმუს ადამიანების ცხივრებაში?ადამიანის პიროვნება თუ გარემოებები? 
რათქმაუნდა,ორივე. თუმცა ერთს დანამდვილებით გეტყვით:ძლიერი და განვითარებული პიროვნება ნებისმიერ გარემოებაში უფრო ბევრ წარმატებას მოიპოვებს.ამიტომაც დღესდღეობით არსებობს უამრავი ტრენინგი ,სემინარი,კურსი.რომლებსაც აერთანებს ერთი თემა-პიროვნების ფსიქოლოგია,რომელიც
შეისწავლის ადამიანის პირობნებას და  პროცესებს,რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ.
წესით,თანამედროვე ფსიქოლოგია მაინც ვერ გვაძლევს პიროვნების ერთიან განსაზღვრებას.თუმცა,სპეციალისტები თანხდებიან იმაში,რიმ პიროვნრბა-ეს არის ერთობლიობა ხასიათის თვისებებისა,რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას,აზრებსა და გრძნობებს.ზოგიერთ თვისებებს ჩვენ ვიძენთ ცხოვრების მანძილზე,ზოგიერთი კი დაბადებიდანვე მოგვყვება,მაგ. ჩვენი ტემპერამენტი.
შეძენილი თვისებები ადამიანში ცვლილებებს იწვევს,ხელს უწყობს ადაპტაციას ცხოვრების გარემოებებთან.რაც უფრო იცვლებით და სრულყოფილები ხდებით,მით უფრო კარგია...თუმცა ადამიანი ყოველთვის უკეთესი მხრით არ იცვლება...პიროვნების "მიმართულება" დამოკიდებულია იმაზე,თუ როგორ უყურებს ადამიანი ცხოვრებაზე,მარცხდება თუ იმარჯვებს...

***
 ერთი ადამიანი -ერთი პიროვნება -ათასი როლი.


ადამიანი ასრულებს  სხვადასხვაგვარ სოციალურ როლს,იმისდა მიხედვით,თუ სად ან ვისთან იმყოფება.ოჯახი,მეგობრები,სამუშაო,უცნობი ადამიანები-ყველანი საბაბს გვაძლევენ ,რომ  რიგითი ნიღაბი ავიფაროთ.მაგ.,თქვენ შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი,თვითდაჯერებული მეგობრებთან ერთად მაშინ როდესაც,ნახევარი საათის უკან იყავით უძლური და დამორჩილებული  სამსახურის უფროსის  წინ...
ჩვენს ცხოვრებაზე და როლებზე გავლენას ახდენენ ჩვენივე შესაძლებლობლები,მოტივაცია,ხასიათი,ტემპერამენტი და კიდევ ბევრი თვისებები,კარგი ან ცუდი მხარეები. გავიხსენოთ რომ პიროვნებად კი არ იბადებიან,არამედ ხდებიან...ასე რომ,მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული,შევძლებთ თუ არა ამ ცხოვრებაში წარმატებული ადამიანის როლი ვითამაშოთ...











Saturday, January 19, 2013

                     
ადამიანის ხასიათი თვალები ფერის მიხედვით

თაფლისფერი ან შავი თვალები.

ეს არიან ძალიან ენერგიული,ძლიერი და მიმზიდველი ადამიანები.ისინი ცხოვრობენ აზარტით,არიან ძალიან საქმიანი და ტემპერამენტიანი.მათ სიამოვნებთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა.არიან ცისფერი თვალებიგულღია, გონებამახვილი ადამიანები


 ცისფერი თვალები.

ეს არიან რომანტიული და მგრძნობიარე ადამიანები.ისინი მიზანმსწრაფი  და მომთხოვნი არიან ჯერ საკუთარი თავის მიმართ და მერე სხვა ადამიანების მიმართ.ზოგჯერ მკაცრებიც არიან.
გულუხვი და კეთილსინდისიერი ხალხია.ძალიან ხშირად ასეთი თვალების მქონე ადამიანები  ნიჭიერებიც არიან



მწვანე თვალები

ძალიან რბილი და მშვიდობიანი ადამიანები არიან,თუმცა თავისებურად პრინციპული და დაჯინებულიც...ჩვეულებრივ ,ძალიან ერთგულები ,თუმცა მათი მოთხოვნები სხვა ადამიანებთან მიმართ საკმაოდ მაღალია.ისინი სამართლიანები არიან და ცხოვრებაზე რეალურად უყურებენ



ნაცრისფერი თვალები


მშვიდი,,პრაქტიკული ადამიანები,უყვართ შრომა. მათ აქვთ ბრწყინვალე გონება, მაგრამ ცუდად განვითარებული ინტუიცია. ეს არის კარგი და პატიოსანი ხალხი.არიან ჯიუტები და გამბედავები,თავდაჯერებულები და მიზანდასახულები




თაფლისფერ-მწვანე თვალები

წყნარი,საზრიანი და ბრძენი ადამიანები.უყვართ სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა.შრომისმოყვარულები ისინი  თითქმის   ყოველთვის აღწევენ თავიანთ მიზნებს.მეგობრები და პარტნიორები უყვართ,  არასდროს ღალატობენ.






წყარო

Friday, January 18, 2013



ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით. არსებობს ფიზიოლოგიკური ილუზიები და შემეცნებითი ილუზიები.მირაჟი ბუნებრივი ილუზიის მაგალითია, რაც ოპტიკურ ფენომენს წარმოადგენს, სხვა მაგალითია მთვარისხილული სიდიდის ვარიაცია (მცირეა ზენიტზე, დიდია ჰორიზონტთან), თუმცა ეს არ არის ოპტიკური ფენომენი, არამედ უფრო შემეცნებითი ან კოგნიტიური ილუზიაა.



***
ოპტიკური ილუზიების მუზეუმი

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში მდებარეობს ნამდვილი ოპტიკური ილუზიების მუზეუმი,რომელიც
გვპირდება  შესანიშნავ სანახაობას.ეს  საინტერესო ადგილი არ არის რეკომენდებული  სერიოზული პირებისთვის რადგან ეს მუზეუმი განკუთვნილია იმათთვის ვისაც უყვარს ორიგინალური და ოდნავ სულელური სურათების  გადაღება.))მთავარი მიზანი ამ შენობისა არის საინტერესო და სახალისო დეკორაციები ფოტოსურათებისთვის.

 ამ დიდ მუზეუმში ძალიან სახალისო დროს გაატარებთ,გააფრთოვანებთ თავის შთაგონებას და იუმორის გრძნობას !))






   
ფიზიოგნომია (ბერძ. “ფისის” – ბუნება და “გნოსის” – ცოდნა), იგივე ფიზიოგნომიკა ეს არის უძველესი ოკულტური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ნაწილების (უმეტესად სახის ნაკვთების) საშუალებით დაადგინოს მისი ხასიათის ნიშან-თვისებები. ამ კუთხით პირველი სერიოზული ნაშრომები უკვე ძველ ეგვიპტეში გხვდება.
ფიზიოგნომიკას ჯერ კიდევ ანაქსაგორი იკვლევდა (ძვ. წ. 500-428 წ.წ.), ცნობილია მისი პირველი შეხვედრა სოკრატესთან – როდესაც ხალხმა სთხოვა ანაქსაგორს სოკრატეს დახასიათება, მან თქვა: “იგი დაბალგანვითარებული, შეზღუდული, ვნებიანი და მრუშია”. ამის გაგონებაზე სოკრატეს მოწაფეები სიცილით დაიხოცნენ. სოკრატეს არ გასცინებია, მან მოკლედ თქვა: “იგი მართალია, მე ასეთი ადრე ვიყავი”.
ჰისპანუსმა თებეში (ძვ. ეგვიპტე) აღმოაჩინა ოქროთი მოვარაყებული წიგნი ფიზიოგნომიკის, ქიროლოგიისა და ქირომანტიის შესახებ, რომელიც ალექსანდრე მაკედონელს საჩუქრად გაუგზავნა. “თვალები ადამიანის სულის სარკეა”, ამბობდნენ ძველი ბერძნები და ჩვენც ამ მცირე ფიზიოგნომიკურ მიმოხილვას თვალების აღწერით დავიწყებთ.


თვალები
ჩამოსიებული და შეშუპებული უპეები ავადმყოფობასა (ფიზიკურ-ფსიქიკურს) და სუსტ ხასიათზე მიანიშნებს.
პატარა და ღრმად ჩასმული თვალები მტაცებლობის, მიმთვისებლობის, გულღრძოობისა და სიმხდალის ნიშანია.
ადამიანი, რომელიც საუბრის დროს თვალებს აცეცებს ან რაღაცას მალავს ან იტყუება.
ყავისფერი თვალები სითბოზე, ერთგულებაზე და კარგ მეოჯახეობაზე მიანიშებს.
ცისფერი თვალები მეოცნებების, ალერსიანობისა და ქარაფშუტობის ნიშანია, ამ ადამიანებს ხელოვნების დიდი ნიჭიც აქვთ.
მწვანე თვალები ჭკვიან ადამიანებს აქვთ, თუმცა, რიგ შემთხვევებში მათ მისტიკისკენაც აქვთ მიდრეკილება.
თაფლისფერი თვალები ლოგიკურად მოაზროვენე, გონებამახვილ და ეჭვიან ადამიანებს აქვთ.
შავი თვალების პატრონი მხდალი და გაუბედავია.

შუბლი

ვიწრო, დაბალი და “უკან წაწეული” შუბლი დაბალ ინტელექტზე მიანიშნებს.
ფართო და მაღალი შუბლი კარგ აზროვნებას ნიშნავს.
დაბალი შუბლი (“მაიმუნისებრი”) ენერგიულობას, დაუნდობლობას, დამნაშავეობას ნიშნავს.
ფართო და კუთხეებში ამობურცული შუბლი მდიდარ ფანტაზიას ნიშნავს (ხანდახან უცნაურ წარმოსახვებზეც მიანიშნებს).
სწორი და ოთხკუთხედი შუბლის პატრონი სერიოზული და დიდსულოვანი ადამიანი იქნება.
ძალიან ბრტყელი შუბლი რბილ და დამყოლ ხასიათზე მიანიშნებს.
ცხვირი
დიდი ცხვირი პატრონი მძიმე და რთული ხასიათის ადამიანია.
სწორი და ზომიერი ცხვირი სიკეთის ნიშანია.
კეხიანი ცხვირი უშიშარობაზე, იმპულსურობაზე, სიფიცხეზე და შურისმაძიებლობაზე მიანიშნებს.
წითელი ცხვირი თამამ ადამიანებს აქვთ.
განიერი და ფართო ცხვირი მრუშობას ნიშნავს.
ვიწრო ცხვირის პატრონი მსუბუქი ხასიათის ადამიანი იქნება.
კაუჭა და კეხიანი ცხვირი დიდსულოვნებაზე და ხელგაშლილობაზე მიანიშნებს (თუმცა, მას სიბოროტის ჩადენაც შეუძლია).
ცხვირი დიდი ნესტოებით ვნებიანობის ნიშანია.

ყურები
თუ ყურის ყველა ნაკვთი თანაბრად არის განვითარებული ეს მაღალ გონებრივ პოტენციალზე მიუთითებს.
ძალიან ხორციანი ყურები უჟმურებაზე და შინაგან სიმკაცრეზე მიანიშნებს.
პატარა ყურები მაღალი მგრძნობიარობის ნიშანია.
ზემოთ აწვეტებული ყურები გამჭრიახი გონების და ზომიერების გრძნობის დამახასიათებელია.
დიდი, კარგად გამოკვეთილი ყურები ხელოვნების, განსაკუთრებით მუსიკის ნიჭზე მიანიშნებს.
უხორცო ყურები კარგ ჯანმრთელობაზე მიუთითებს.
“ჩამოკიდებული”, უსიცოცოცხლო ყურები სუსტ ჯანმრთელობას ნიშნავს.
თუ ყურების ნიჟარები ღრმად არის ჩამჯდარი ნაყოფიერების ნიშანია.
განზე წაწეული ყურები სიბრიყვის და ეშმაკობის ნიშანია.
მიკრული ყურები სიფრთხილეზე, გულქვაობაზე, გამძლეობაზე და ამპარტავნებაზე მეტყველებს.
კვადრატული ყურები მტკიცე ბუნების და კეთილსინდისიერების ნიშანია.
თმიანი ყურები სიბრძნეზე და მისტიკურ ბუნებაზე მიანიშნებს.

ნიკაპი
წინ წამოწეული ნიკაპი ენერგიის, ნებისყოფის, დამოუკიდებლობის, დიდსულოვნების, ერთგულებისა და სიმტკიცის ნიშანია.
ვიწრო, წვეტიანი ნიკაპი გამჭრიახ გონებაზე და სარკაზმზე მიუთითებს.
გამოუკვეთელი ნიკაპი რბილ ხასიათზე, მოკრძალებაზე, გაუბედავობაზე მეტყველებს.
ხორციანი ნიკაპი “დიდ” გონებას, მგრძნობიარობას და ეგოიზმს ნიშნავს.
ორად გაყოფილი ნიკაპი არადმგრადობის, რომანტიულობისა და ვნებიანობის ნიშანია.
ზემოთ აწეული ნიკაპი ინტერესიან და გამბედავ ადამიანებს აქვთ.
ღაბაბი მსუბუქი ყოფაქცევის ნიშანია.
მრგვალი ყბა ქალაჩუნობის ნიშანია.

პირი
დიდი პირი ეჭვიანი ხასიათის და ზოჯერ სიბრიყვის ნიშანია.
ფართო პირიანი ადამიანი მოლაყბე, შფოთის ამტეხი და მოხერხებულია.
ზომიერი პირი გაწონასწორებულ და მშვიდ ხასიათზე მეტყველებს.
ასიმეტრიული პირი გულწრფელობაზე, დამყოლ ხასიათზე და ფარულ კომპლექსებზე მიანიშნებს.

ტუჩები
სქელი ქვედა ტუჩი უგულისყურო და უყურადღებო ადამიანს აქვს.
წითელი ტუჩები უბიწოების, განათლებისა და კარგი აზროვნების ნიშანია.
უფერული ტუჩები სუსტ ნებისყოფაზე მიანიშნებს.
ბრტყელი ზედა ტუჩი შურიანობაზე და მოშურნეობაზე მიანიშნებს.
ზომიერი და ვარდისფერი ტუჩების პატრონი ჭკვიანი, მშვიდობისმოყვარე და მესაიდუმლე იქნება.
მაგრად მოკუმული ტუჩები მტკიცე ხასიათზე მიანიშნებს.

სიცილი
ხმაღალი, ჯანსაღი სიცილი კარგი ჯანმრთელობაზე, გულღიობაზე და ძლიერ ხასიათზე მიუთითებს.
უხეში და მოურიდებელი სიცილი ეგოიზმის, ფიზიკური ძალის, ინსტიქტურ მოქმედებზე მიანიშნებს.
მშვიდი, რბილი სიცილი პატიოსან და სუსტი ნებისყოფის ადამიანებს აქვთ.
“გულიანი”, ხანგრძლივი სიცილი კეთილგანწყობაზე და დადებით თვისებებზე მეტყველებს.
ქირქილი და ირონიული სიცილი საიდუმლოებისა და ჭორების მოყვარულ ადამიანებს აქვთ.
მოკლე და ხმადაბალი სიცილი განვითარებულ, ნებისყოფიან და საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებს აქვთ.
ძალიან ჩუმი, შეუმჩნეველი სიცილი სიფრთხილეზე, ფარულ მოქმედებებზე და სიცბიერეზე მიანიშნებს.
წყარო

         
ზიგმუნდ ფროიდი
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზისდამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარაფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive-ი(ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ეს პიროვნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე. 18 წლისამ, ვენის უნივერსიტეტში ნაშრომები წარადგინა, თუმცა დაიწუნეს და აუკრძალეს ამ სფეროსი მუშაობა. გავიდა ხანი და მან საკუტარი სახსრებით წიგნიც კი გამოსცა - პარაფსიქოლოგია და სიზმრები. რის შედეგადაც ხალხში დიდი პოპულარობა მოიპივა და მალე პაციენტების მიღებაზეც დასთანხმდა. სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს იმ სფეროში, რაშიც თავად მოღვაწეობდა.სალვადორ დალი მასზე ამბობდა- ის ჩემი მეორე მამა არისო. სიურრეალიზმი სწორედ მის ნაშრომებით იკვებებოდა. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს სახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში 
წყარო


***
კარლ გუსტავ იუნგი 

(1875-1961)

იყო შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.
დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში, შვეიცარიაში. მაგრამ ნათესავების დახმარებით მან შეძლო ესწავლა ბაზელის საუკეთესო გიმნაზიაში. ბავშვობიდანვე გულ ჩათხრობილ იუნგს არასოდეს ჰყოლია მეგობრები, გარესამყაროს ძნელად ეგუებოდა და საკუთარი აზრების სამყაროში ცხოვრობდა.იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რასაც მოგვიანებით `ინტროვერტი` უწოდა.
მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდაოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. 
~

ჰანს იურგენ აიზენკი




4 მარტი, 1916 — გ. 4 სექტემბერი, 1997


ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საპატიო პროფესორი, ფსიქოლოგიაში ბიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ლიდერი, პიროვნების ფაქტორული თეორიის შემქმნელი.
ახალგაზრდობაში აიზენკი გატაცებული იყო ასტროლოგიით. გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადასახლდა ინგლისში. განათლების მიღებას აპირებდა ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ იმის გამო, რომ ინგლისში გერმანიისგან განსხვავებით აბიტურიენტებისადმი იყო სხვა მოთხოვნები, მან აირჩია და დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (მიიღო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი).
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორად. შემდგომში მოღვაწეობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტთან არსებული მაუდსლისა და ბითლების ჰოსპიტლების პსიქოლოგიის განყოფილებაში (რომელიც თავად დააფუძნა), მერე ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორად. ჰ.ი. აიზენკი ”ნევროზის წარმოქმნის სამფაზიანი თეორიის”- კონცეპტუალური მოდელის, რომელიც აღწერს ნევროზის განვითარებას, როგორც დასწავლილი ქცევითი რეაქციების სისტემას, ერთ-ერთი ავტორია. ამ ქცევითი მოდელის საფუძველზე შემდგომში შემუშავდა პიროვნების ფსიქოთერაპევტიული კორექციის მეთოდები, კერძოდ, ავერსიული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ვარიაცია. აიზენკი ჟურნალების «Personality and Individual Differences» და «Behaviour Research and Therapy» დამფუძნებელი და რედაქტორია.


მოცემული ტესტი შექმნილია ცნობილი ინგლისელი ფსიქოლოგის ჰ.აიზენკის მიერ, წარმოადგენს ფსიქოლოგიური ტესტის ერთ-ერთ წარმატებულ ნიმუშს და დღესაც არის პიროვნების ძირითადი თვისებების შეფასების ყველაზე გავრცელებული ტესტი.
ტესტის პირველი ნაწილი ემსახურება ადამიანის ინტრავერტულობის და ექსტრავერტულობის ხარისხის გამოვლენას. ეს ცნება შემოღებულია შვეიცარიული ფსიქოლოგის კ.იუნგის მიერ და წარმოიქმნა ლათინური სიტყვებიდან ”ექსტრა” – ”გარე”, ”ინტრა” – ” შიდა” და ”ვერტო” – ” მოპყრობა”. ჰ.აიზენკმა გამოიყენა კ.იუნგის მიდგომები და შეავსო საკუთარი განსხვავებული ხედვით. ტიპიური ექსტრავერტის დახასიათებაში ის აღნიშნავს მის გულღიაობას, ნაცნობობის ფართო წრეს, იმპულსურობას, ოპტიმისტურობას, ემოციებსა და გრძნობებზე სუსტ კონტროლს, ხოლო ინტრავერტი - მშვიდი, მორიდებული ადამიანია, რომელიც გარდა ახლობლებისა დისტანცირებულია ყველასგან. ის წინასწარ გეგმავს საკუთარ ქმედებებს, ყველაფერში უყვარს წესრიგი, მკაცრად აკონტროლებს პირად გრძნობებს.
ტესტის მეორე ნაწილის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი ემოციური მერყეობის ან პირიქით სტაბილურობის, გაწონასწორებულობის გამოვლენა.
ცალსახა ექსტრავერტი და ინტრავერტი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ გარკვეული დიაპაზონის ფარგლებში ყოველი ჩვენთაგანი უფრო ახლოს არის ამა თუ იმ პოლუსთან.

ტესტი 1
ტესტი 2
ტესტი 3
წყარო


***

აბრაჰამ მასლოუ
(1908 - 1970)

    აბრაჰამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ე.წ. "ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდის” შექმნით, მასწავლებლებს ურჩევს: მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი; გულწრფელობა და ნამდვილობა ხელს უწყობს სწავლებას; დაფასება, კეთილგანწყობა, პატივისცემა და ნდობა ასევე უწყობს ხელს სწავლების პროცესს; მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე; ემპათია ხელს უწყობს სწავლებას. ჩამოთვლილი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას. თუ სწავლის სურვილი გაუღვივდა, მოსწავლე თავად წარმართავს სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანია და რომ შეცდომის შემთხვევაში მას არ დასცინებენ.

მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. ამის შედეგად შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა. სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, და მიუღებელი და საშიში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მის მეს (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსწავლის შიში და შფოთვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

სწავლაში მოსწავლის მიერ გამოჩენილ ინიციატივას ხანგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს. მასწავლებელს მოქნილი შეხედულებები და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. საგნის სწავლებასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებას, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობას; იყავით ღია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი უკუკავშირის მისაღებად, საკუთარი თავისა და ქცევის გასაანალიზებლად.
აბრაჰამ მასლოუმ "პირამიდაში” საფეხურებად დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. ქვედა საფეხურზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია მოთავსებული, რომელთა გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია. მათ მოსდევს სხვა მოთხოვნილებები, სოციალურიდან პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.

მასლოუს თანახმად, "პირამიდა” აჩვენებს, საშუალოდ როგორი თანამიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს. მას მიაჩნდა, რომ პირველი დონის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის. მათ რიცხვში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება). უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა დონის მოთხოვნილებათა განსაზღვრული ნაწილი. ანუ უსაფრთხოებისა და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც ადამიანი დაიკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა არანაკლებ 85 პროცენტს.

სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობისა, პატივისცემისა, აღიარებისა, სიყვარულისა) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70 პროცენტი.

იმისთვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც განსაზღვრულ სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებლობადე მიღწევას გულისხმობს, სოციალური მოთხოვნილებები 70 პროცენტამდე უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

თავმოყვარეობის 60 პროცენტის დაკმაყოფილებისას ადამიანს უჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება. ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40 პროცენტის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს. თუმცა ამ დონეს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1-4 პროცენტი თუ აღწევს.

წყარო
~
ჯან პიაჯე
(1896-1980)
 შვეიცარიელი ფსიქოლოგი. იყო ნევშატელის (1926-1929), ჟენევისა (1929-იდან) და ლოზანის (1937-1954) უნივერსიტეტების პროფესორი. ჟან ჟაკ რუსოს ინსტიტუტის დირექტორი ჟენევაში (192-დან). გენეტიკური ეპისტემოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი პარიზში (1955). შექმნა ინტელექტის ოპერაციონალისტური კონცეფცია და გენეტიკური ეპისტემოლოგია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. პიაჟეს კვლევის ძირითადი სფეროა გენეტიკური ბავშვის ფსიქოლოგია.
შექმნა ბავშვის აზროვნების განვითარების ექსპერიმენტული კვლევის სკოლა. ალფრედ ბინეს ლაბორატორიაში მუშაობისას შეამჩნია, რომ ერთი ასაკის ბავშვები ერთნაირ ან მსგავს შეცდომებს უშვებდნენ დავალების შესრულებისას და გადაწყვიტა ეკვლია ის ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ აზროვნების პროცესებზე. მისი კვლევა “კოგნიტური განვითარების თეორია” ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნიკალური და რევოლუციური ნაშრომი მაშინდელი დროისათვის.
ძირითადი ადგილი მის კვლევაში უკავია “კოგნიტური სქემების” ცნებას. კოგნიტური სქემა არის ჩარჩო, ყალიბი, რომელშიც მოცემულია ქცევის განხორციელების მონახაზი, შესაძლებლობა. პიაჟეს თანახმად, ადამიანს დაბადებიდან აქვს მოცემული მარტივი სქემები, რომელთა საშუალებითაც ის თავიდანვე ახერხებს მარტივი ქცევების განხორციელებას. მაგალითად, ახალშობილს განვითარებული აქვს ტაცების, წოვის ინსტინქტი, ამ რეფლექსური ქცევების განხორციელების შესაძლებლობას პიაჟე სქემას უწოდებს. ასაკთან ერთად ეს სქემები რთულდება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად გართულება იმაში გამოიხატება, რომ მყარდება ახალი კავშირები და იქმნება უფრო რთული, ახალი სქემები. შინაარსობრივი სირთულე კი მდგომარეობს იმაშI, რომ ყალიბდება რთული ქცევების განხორციელების შესაძლებლობა.
პიაჟე ყოველთვის ამბობდა, რომ კოგნიტური სქემები ვერ განვითარდება, თუ არ განვითარდა შესაბამისი ბიოლოგიური აპარატი – ტვინი, სმენა, მხედველობა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ-ბიოლოგიური განვითარება არ არის საკმარისი კოგნიტური სქემების განვითარებისათვის. აქ მიდის ერთი ფრიად საყურადღებო პროცესი, რომელსაც პიაჟე ხსნის ორი ცნების – ასიმილაციისა და აკომოდაციის მეშვეობით.



ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი გარემოდან მიღებულ ინფორმაციას ადარებს გამოცდილებაში არსებულ სქემებს და ახდენს მის ათვისებას, ასიმილაციას. აქ ხდება ერთი საინტერესო რამ: რადგან ასიმილაცია მთლიანად ეფუძნება ადამიანის გამოცდილებას და ამ გამოცდილების შედეგად უკვე ჩამოყალიბებულ სქემებს, ხშირ შემთხვევაში ძნელი, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა ადამიანის გამოცდილებაში.
 ასეთ დროს, ადამიანი ზომბს რომ არ დაემსგავსოს, ერთვება მეორე პროცესი – აკომოდაცია. აკომოდაცია იძლევა უკვე არსებული სქემების გართულების საშუალებას. პიაჟე თვლიდა, რომ ინტე;ექტუალური განვითარებისათვის სწორედ აკომოდაციის პროცესია გადამწყვეტი კომპონენტი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ, ადაპტაციისაკენ მისწრაფებას მიიჩნევს. მისი აზრით, ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება სურვილი, ჰარმონიულ ურთიერთქმედებაში იყოს გარემოსთან. ამის მიღწევას იგი ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გზით – ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესებით.

     

„ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია“ _ ჰერმან ებინჰაუსი.  ფსიქოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაისახა, თუმცა როგორც მეცნიერება XIX ს_დან იღებს სათავეს.
პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების „სულის“ შესახებ გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ცივილიზაცია და მისი კულტურული ფენომენები – ფილოსოფია და მეცნიერება. პირველყოფილი ადამიანების ხანაში ანიმისტური შეხედულებები იყო გავრცელებული, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ბუნების საგნებსა და  მოვლენებზე და განსაზღვრავს  მათ აღმოცენებას და მიმდინარეობას. რაკი ორგანიზმში სასიცოცხლო ძალა სულის სახით შემოდის და გადის, პირველყოფილთა წარმოდგენაში ის ყველაზე მეტად სუნთქვასთან არის დაკავშირებული. ნიშანდობლივია, რომ სულის კავშირი ჰაერთან, როგორც სუბსტანციასტან და სუნთქვასთან, როგორც პროცესთან, უძველესი ცივილიზაციების მითოლოგიურ-რელიგიურ შეხედულელებშიც აისახა (სუნთქვის საშუალებით ხასიათდება სულიერი ძალა ან სასიცოცხლო ენერგია („ბა“) ძველი ეგვიპტის პაპირუსებში). ჰომეროსთან პირველად ვხვდებით სულის აღმნიშვნელ ტერმინს „ფსიქე“, რომელიც ბოლო ამოსუნთქვის, სასიცოცხლო ძალასთან განშორების მნიშვნელობით იხმარება (სული განუტევაო), ხოლო თანდათან ამ ტერმინს დაუმკვიდრდა ძირითადი მნიშვნელობა – „სული“.
სათავე ფსიქოლოგიური მეცნიერებისა იმ ფორმით, რომელიც ამჟამად არსებობს, ანტიკურ ხანაში უნდა ვეძებოთ. ფსიქოლოგიური წარმოდგენები იმ ფილოსოფიური სისტემების შემადგენელი ნაწილი იყო, რომლებიც ძველმა ბერძენმა სწავლულებმა შექმნეს ბუნების, საზოგადოებისა და ადამიანის ფუნქციონირების კანონზომიერებათა ასახსნელად. ბუნების ნივთიერ პირველსაწყისად, რომლიდანაც ყოველივე წარმოიქმნა და რომლისგანაც ყველაფერი შედგება პირველ ბერძენ ფილოსოფოსს, თალესს წყალი ჰქონდა წარმოდგენილი, ანაქსიმენს – ჰაერი, ჰერაკლიტეს – ცეცხლი, ემპედოკლეს – მიწა.
ფსიქოლოგიის ისტორიისთვის აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამყაროს ეს მატერიალური საფუძვლები, გარკვეული აზრით, სულიერი ბუნებისანი იყვნენ, ვინაიდან, საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ყველაფრის აქტიურ საწყისად სწორედაც სული იყო მიჩნეული.
წყარო


***

ფსიქოლოგიის განვითარების 10 ეტაპი



    1.წინამეცნიერული ეტაპი.
უძველეს დროში გაჩენილი პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების - „სულის“ - შესახებ საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიას. ჩვენს შორეულ წინაპრებს სწამდათ, რომ სული ან „აჩრდილი“ დაკავებული იმის დადგენით, თუ რას ხედავს თვალი, რა ესმის ყურს და რას გრძნობს კანი. მათ მიაჩნდათ, რომ ძილის დროს სული გამოდიოდა სხეულიდან და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით სიზმარში. ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები და ქალღმერთები, რომლებიც იწვევდნენ ადამიანთა სულიერი სამყაროს ყველა აუხსნელ გამოვლინებას: ადამიანის მიერ რეალობის აღქმას, ფსიქიკურ აშლილობებს, სიყვარულს, სიმამაცეს, სიმხდალეს და ა.შ
   
    2.მეტაფიზიკური ფსიქოლოგია.
ძველ საბერძნეთში პირველი ფილოსოფიური სისტემების შექმნიდან მოყოლებული ადამიანის სულიერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიური წარმოდგენების ფარგლებში მოექცა. ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე) მოცემულია ფსიქიკური პროცესების ერთგვარი გაგება:ისინი ისეთი მოვლენებია, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი, „სინამდვილის გადაღმა არსებული“, მეტაფიზიკური არსის - „სულის“ გამოვლინებას წარმოადგენენ. ფსიქოლოგიის განვითარების ამ ეტაპს მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს უწოდებენ. პირველი სპეციალური ფსიქოლოგიური ნაშრომი, ტრაქტატი სულის შესახებ შექმნა არისტოტელემ ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე საუკუნეში. მას მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის. ყველაფერი, რაც ცოცხალ არსებაში ხდება, სულის მოქმედების გამოვლინებაა.არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების, თანამედროვე ტერმინით ფსიქიკური პროცესების (შეგრძნება, მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, გრძნობები, ნებელობა) დახასიათება, რომელიც დღესაც გაოცებას იწვევს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის სიზუსტით.

     3.ემპირიული ფსიქოლოგია.
საუკუნეების მანძილზე ფსიქოლოგია სულის შესახებ მოძღვრებად ითვლებოდა. მე-17 საუკუნიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინტენსიურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, კერძოდ, ფსიქიკის გაგებაზე. სული, რომელიც დაკვირვებადი მოვლენების მიღმა არსებობს და აუხსნელ ძალად რჩება გამოირიცხა მეცნიერებიდან. ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულ ანუ გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ მოვლენებს. ამ კონცეფციის თანახმად ფსიქიკა ძირითადად გაგებულია როგორც მატერიალური სამყაროდან მოწყვეტილი, საზოგადოებრივი მოვლენებისაგან დამოუკიდებელი დახშული ფსიქიკური სამყარო. ამასთან ერთად ცალკეული ფსიქიკური მოვლენები შეისწავლებოდა ადამიანის, მთლიანი პიროვნებისაგან დამოუკიდებლად. ითვლებოდა, რომ ფსიქიკური პროცესების დაკვირვება მხოლოდ თვით სუბიექტს, ამ პროცესების განმცდელს შეუძლია და ამიტომ, ერთადერთ მეთოდად აღიარებული იყო თვითდაკვირვება ანუ ინტროსპექცია, რომელიც ხშირად სუბიექტივისტური შეცდომების წყაროს წარმოადგენს.
   
    4.ვუნდტის ფსიქოლოგიური ლაბორატორია.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიპციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ვუნდტის სისტემა იყო ელემენტარისტული, რადგან მასში ცნობიერება მარტივი ერთეულებისაგან აგებულად განიხილებოდა.
   
    5.გეშტალტფსიქოლოგია .
გერმანული სიტყვა „გეშტალტი“ ნიშნავს ფორმას ან კონფიგურაციას. გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით გარემო ჩვენს მიერ არ აღიქმება ცალკეული ელემენტების კომბინაციის სახით, ჩვენ განვიცდით გარკვეულ ორგანიზებულ მთლიანობას და არა მისი ელემენტების უბრალო ჯამს. გეშტალტფსიქოლოგიის ფუძემდებელი გახლდათ გერმანელი ფსიქოლოგი მაქს ვერტჰაიმერი. მისი აზრით, მრავალ მოვლენას ფსიქიკა აღიქვამს, როგორც გეშტალტს - ორგანიზებულ მთელს და არა მარტივი ნაწილების ერთობას. როდესაც მაგალითად, ნახატს აღვიქვამთ, ის უფრო მეტია, ვიდრე საღებავის ცალკეული მონაცემების ერთობლიობა.

    6.ბიჰევიორიზმი
(ინგლ. behavior ქცევა) იგივე ქცევათმეცნიერება. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი ამერიკელი მეცნიერი ჯონ უოტსონი ცდილობდა ფსიქოლოგია ექცია ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებად, იგი უარს აცხადებდა სუბიექტური სამყაროს, ცნობიერების შესწავლაზე და ამის საპირისპიროდ ფოკუსირებული იყო ობიექტურად მოცემული ქცევის შესწავლაზე. ამ მიმდინარების მიხედვით ყოველი ქცევა, რეაქცია არის პასუხი რაიმე გამღიზიანებელზე: S—R - ასეთია ბიჰევიორიზმის ფორმულა, სადაც S არის მოცემული გამღიზიანებლი, ხოლო R ორგანიზმის პასუხი, რეაქცია. ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა იწინსაწარმეტყველოს ქცევა და მართოს იგი. S-R ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკის მონაწილოება - გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს რეაქციას, ეს არ ეთანხმება ყოველდღიური დაკვირვების მონაცემებს. ბიჰევიორისტების მომავალმა თაობამ ე.წ. ნეობიჰევიორისტებმა ქცევის პროცესის დახასიათებისას მიმართეს შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებს (მოთხოვნილება, განწყობა და სხვ.) და შუალედური ცვლადის სახით მოათავსეს ისინი სტიმულსა და რეაქციას შორის.


     7.ფსიქოანალიზი
ამ მოძღვრების შემქმნელი ავსტრიელი მეცნიერი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცნობიერება ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ჩვენი ქცევა განსაზღვრულია არა მხოლოდ და არა იმდენად ცნობიერებით, რამდენადაც არაცნობიერი ლტოლვებით. ეს ის მისწრაფებებია, რომელთა არსებობას ადამიანი თავის თავსაც არ უმხელს და რომლებიც თავისი „მიუღებლობის“ გამო არ დაიშვებიან ცნობიერებაში. ისინი არაცნობიერში განიდევნებიან. არაცნობიერი ტენდენციები შენიღბული სახით შეიძლება გამოვლინდნენ სიზმრებში, ფანტაზიებში, შემოქმედებაში, შეცდომით მოქმედებებში და სხვ. მდიდარ კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით ფროიდმა აღწერა ფსიქიკური შინაარის ცნობიერებიდან არაცნობიერისაკენ და პირიქით, არაცნობიერიდან ცნობიერებისაკენ მოძრაობის პროცესი. მისი დებულებების უმეტესობის შემოწმება დღესღეობით შეუძლებელია. ფროიდის იდეებზე დაფუძნდა ნეოფროიდიზმი და ეგო-ფსიქოლოგია, რომელთა ფარგლებშიც საფუძლიანად გადამუშავდა ფსიქოანალიზის ზოგიერთი არსებითი საკითხი. მაგალითად, ქცევის მამოძრავებელი ძალების ბუნება, მე-ს ფუნქცია პიროვნების სტრუქტურაში და სხვ.

     8.კოგნიტური ფსიქოლოგია
შეისწავლის შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს, ფსიქოლოგიის ამ მიმართულების დაფუძნებას და გავრცელებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის განვითარებამ. კიბერნეტიკა იმ იდეიდან ამოდის, რომ მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესები ყოველგვარ რთულ სისტემაში - კომპიუტერშიც და ცოცხალ არსებაშიც, ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება, კომპიუტერის მსგავსად ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება, გამოიყენება, ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის მეტაფორა კოგნიტური ( შემეცნებითი) პროცესების შესწავლის ახალი საშუალებაა. ამჟამად კოგნიტური ფსიქოლოგია საყოველთაოდაა გავრცელებული.

      9.ჰუმანისტური ფსიქოლოგია
ეს ფსიქოლოგიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, იგი აქცენტს ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ემყარება რწმენას, რომ ყოველ პიროვნებას შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე წარმათოს თავისი ქცევა და საერთო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.
     
    10.თანამედროვე ფსიქოლოგია
დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებიდან მოყოლებული დღემდე ფსიქოლოგია წარმოადგენს არსებითად განსხვავებული თვალსაზრისების პაექრობის ასპარეზს. საყოველთაოდ მისაღები, ერთიანი ფსიქოლოგიური სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ფსიქოლოგია ეყრდნობა ცნობიერების, არაცნობიერის, ქცევისა და პიროვნების კატეგორიებს.

*წყარო.

  
ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომლის მისიაა, შეისწავლოს ადამიანის ქცევა და მენტალური პროცესები.
რა არის ფსიქოლოგიის მიზანი?
1. აღწეროს როგორ იქცევიან ადამიანები;
2. გაიგოს ამა თუ იმ ქცევის მიზეზი;
3. "იწინასწარმეტყველოს" როგორ მოიქცევა ადამიანი კონკრეტულ სიტუაციასა და გარემოში
4. ზემოქმედება მოახდინოს ქცევაზე (ამ ქცევის მიზეზების მანიპულირებით;
5. გამოიყენოს ფსიქოლოგიის ცოდნა, ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.


წყარო

პიროვნება-ეს არის ყოველი ადამიანის ინდივიდუმი.როგორც ცნობილია,ადამიანები პიროვნებებად არ იბადებიან, ისინი საზოგადოებაში ურთიერთობით ყალიბდებიან პიროვნებებად.