Thursday, January 24, 2013

ტემპერამენტი-ეს არის თანდაყოლილი თვისება,რომელიც შეიძლება ცოტათი შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში."კარგი" ან "ცუდი" ტემპერამენტი არ არსებობს,რადგანაც ყოველივე მათგანს აქვს თავისი როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი თვისებები.თითქმის არ არსებობს ისეთი ადამიანი,რომელიც ილუსტრირებს რომელიმე ტემპერემენტს  მისი სრული სახით.ადამიანებში, უმეტეს შემთხვევებში, ჭარბობს ერთი გარკვეული ტემპერამენტი,თუმცა მათ ახასიათებთ სხვა ტემპერამენტის თვისებებიც.

ტემპერამენტის ტიპები:


სანგვინიკი

  
გამოირჩევა თავისი  გულმხიარულობით,მოუსვენრობით.არის  მოძრავი და გაწონასწორებული.ადვილად ეგუება ცვლილებებს,ახალ პირობებს.მას ახასიათებს სწრაფი მოძრაობები,სწრაფი და ცოცხალი ლაპარაკი,ყურადღება,დაინტერესებულობა.ის  ადვილად ეცნობა უცხო ადამიანებს,სიტუაციას ადვილად ეწყობა.მისი გრძნობები ცვალებადია-ხან მხიარულია,ხან სევდიანი,ხან იცინის,ხან ტირის.მის სახეზე ადვილად შეეტყობა თუ  რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება.მისი უარყოფითი მხარე ის არის,რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ იცის და უცებ სხვა რამეზე გადადის,ასევე თავის დაპირებებს უმეტეს შემთხვევებში,არ ასრულებს.




ფლეგმატიკი

ეს არის ზლაზნია ადამიანი,მაგრამ შრომისუნარიანიც არის.ის გამოირჩევა თავისი სიდინჯით,გაწონასწორებულობით,მოთმინებით.მათ აქვთ გულღია ,მშვიდი ხასიათი.ასეთი ადამიანის განრისხება, დაღონება ან გაცინება ძნელია.ყოველთვის მშვიდად არის, უსიამოვნებების დროსაც კი.მისი უარყოფით თვისება ის არის,რომ ადვილად იბნევა მოულოდნელ სიტუაციაში.ასეთ ადამიანს თუ ძალიან გააბრაზებ,შეიძლება მხეცად გადაიქცეს,ასე რომ ფრთხილად იყავით :))


ქოლერიკი
ეს არის ემოციური,საბრძოლო ,ფიცხი და მგზნებარე ადამიანი.მზადაა გადალახოს ყოველგვარი დაბრკოლება,ოღონდ მიაღწიოს თავის მიზანს...მაგრამ,თუ უცებ დაკარგა თავისი შესაძლებლობების რწმენა,ხდება ძალიან სევდიანი.ქოლერიკის ნებისყოფა ფიცხია.ის გამოირჩევა  გამაღიზიანებლობით,გაუწონასწორებულობით,უკმეხობით და პირდაპირობით. .მისი უარყოფით თვისებაა-გადამეტებული კონფლიკტურობა.


მელანქოლიკი

მელანქოლიკი გადამეტებულად ემოციური და მგრძნობიარეა.ის ასევე პასიური,ეჭვიანი და გულჩათხრობილია.ის ადვილად ემორჩილება შიშსა და სევდას.მას აშინებს ახალი  ვითარებები და ახალი ადამიანები,ის  ღელავს და იბნევა.ძალიან მოფრთხილებული ადამიანია,ყველაფერში ხედავს ცუდს და საშიშს.ასევე სუსტები არიან,მაგრამ რაც საინტერესოა ,ნიჭიერებიც. გადამეტებულიად მგრძნობიარე ადამიანები,ისინი პოეტები ან კომპოზიტორები ხდებიან...



No comments:

Post a Comment